ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა

ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, – ასე დაიწყო ყოველდღიური მიმართვა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ომში მონაწილე ყველა ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს უკრაინის დამცველების დამსახურებაა. ყველასი, ვინც მამაცურად დგას 200 დღეა და სწორედ მათი დამსახურებით დგას უკრაინაც. ძლიერი და მაშასადამე თავისუფალი. გაუტეხავი და მაშასადამე დამოუკიდებელი. ჩვენი დამცველები დევნიან მტერს სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ყველა მიმართულებით ისინი მიდიან მხოლოდ წინ და გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ახლა უკრაინის ისტორიას წერს.