ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს პარტნიორებმა რამდენიმე ძლიერი გადაწყვეტილება მიიღეს, მადლობა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად
მადლობა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს რამდენიმე ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარტნიორების მხრიდან. მადლობა ესტონეთს, შვედეთს, დანიას, ლიეტუვას. ვემზადებით ხვალ „რამშტაინის“ ძლიერი გადაწყვეტილებისთვის. ასევე, ველოდებით სამხედრო დახმარების პაკეტს შეერთებული შტატებიდან. მადლობა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად, დიდება ჩვენს ყველა მებრძოლს, რომლებიც გვაჩვენებენ გამძლეობას და აძლევენ უკრაინას იმ შედეგს, რაც გვაქვს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.