ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვემზადებით შორი დისტანციის დარტყმითი შესაძლებლობების გაფართოებისთვის

18:34, 19.09.2026

ჩვენ ვემზადებით შორი დისტანციის დარტყმითი შესაძლებლობების გაფართოებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატის მოხსენებების მოსმენის შემდეგ გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, მან რუსული დარტყმების საპასუხოდ ახალი შორი დისტანციის ოპერაციებიც დაამტკიცა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამედიცინო ძალების სარდლობაში ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ, გამოწვევებზე რეაგირების სისტემის განახლებისთვის შესაბამისი გეგმები შეიმუშავეს.

„მთავარი პრიორიტეტია საბრძოლო ბრიგადებსა და ეფექტურ ბრიგადის პატრონაჟის სამსახურებში უკვე გამოყენებული წარმატებული პრაქტიკის მაქსიმალურად ფართოდ გავრცელება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის ძალებში საერთაშორისო მოხალისეების აყვანის მიდგომები.

მსგავსი