ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები, ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები, ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერაციაში. განსაკუთრებით კი, საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, რომლებმაც დროული ევაკუაცია განახორციელეს. ასევე რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც დაშვებულებს დახმარება გაუწიეს.

ზელენსკის თქმით, როგორც კი დადგინდება კატასტროფის მიზეზი, საზოგადოებას აუცილებლად აცნობებენ.

„25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები. მინისტრი დენის მონასტირსკი, ევგენი იენინი და მათი კოლეგები, რომლებიც კატასტროფაში დაიღუპნენ, ადვილად ჩასანაცვლებელი ხალხი არაა. ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.