ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აშშ-ის ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ცხადია, მოსკოვი არ გაჩერდება, მისი უაზრო ამბიციები თუ ძალით არ შეიზღუდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ აშშ-ის ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ცხადია, მოსკოვი არ გაჩერდება, მისი უაზრო ამბიციები თუ ძალით არ შეიზღუდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან საუბარმა პროდუქტიულად ჩაიარა.

ზელენსკის თქმით, მხარეებმა იმსჯელეს, როგორ მიაღწიონ მშვიდობას და რა ნაბიჯები გადადგან ამისთვის ერთობლივად.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ნიშნავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას, ასევე ევროპელ პარტნიორებთან ერთად სამხედრო იარაღის წარმოებასა და შესყიდვას.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კელოგთან საუბრისას ასევე განიხილა რუსეთისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი.

„ჩვენ აშშ-ის ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ცხადია, მოსკოვი არ გაჩერდება, თუ მისი უაზრო ამბიციები ძალით არ შეიზღუდება“, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მადლობას უხდის კიტ კელოგს უკრაინაში ვიზიტისთვის და პრეზიდენტ ტრამპს „მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სიგნალებისა და ორივე ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილებებისთვის“.