ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ენერგეტიკული რეალური პაკეტებით, იმედი გვაქვს, ასევე მოიტანს შედეგს ჩვენი მსჯელობა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ რეალური ენერგეტიკული პაკეტებით. ვაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მსჯელობა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ასევე შედეგს მოიტანს“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, ლიდერების საუბარი ასევე შეეხო დიპლომატიურ ძალისხმევას და მოლაპარაკების პროცესს.
„შეხვედრები საამიროებში კონსტრუქციული იყო და უკვე ამ კვირაში დიალოგი გაგრძელდება. უკრაინას სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს ომი და მზად არის, 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. ასეთივე მზადყოფნა უნდა იყოს რუსეთის მხრიდანაც“, – აცხადებს ზელენსკი.
Говорив із Прем’єр-міністром Великої Британії Кіром Стармером.
Дякую Кіру за слова співчуття з приводу російських ударів по цивільних, енергетичних об’єктах. Важливо, що Британія допомагає не лише словами, а й реальними пакетами енергетичної допомоги. Цінуємо вже ухвалені…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 27, 2026