ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო, მომდევნო კვირას ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო, მომდევნო კვირას ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირას პარტნიორებისგან „კარგ ამბებს“ ელოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის ფედერაციისგან დასაცავად. ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა აქვე მსოფლიოს მოუწოდა ოფიციალურად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის სპონსორად.

​„ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის შემდგომ ევროპაში გატანა ძალიან სურთ. ეს იურიდიულად გამყარებული უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი