ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისია გრძელდება, პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული
ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისია გრძელდება, პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საევაკუაციო მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დეტალებიც გააცნო. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა, ასევე „აზოვსტალში“ მიმდინარე ევაკუაციაზე, გერმანიის კანცლერთან კი, მისი თქმით საუბრის მთავარი თემა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დახმარების საკითხი იყო.

„ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი აუდიტორიის შეკრებას, იმისათვის, რომ ჩვენს სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზემოქმედება განხორციელდეს ყველა მიმართულებით; საინფორმაციო ზემოქმედება, დიპლომატიური, ასევე კულტურული – აი, რა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი