ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ მოლაპარაკებების პროცესში სამ პრიორიტეტულ პუნქტს უჭერს მხარს

15:36, 24.09.2026

აშშ მოლაპარაკებების პროცესში სამ პრიორიტეტულ პუნქტს უჭერს მხარს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. კერძოდ, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პუნქტები მოიცავს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტას; შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების აღდგენას; აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივ შეხვედრას, სავარაუდოდ, აბუ დაბიში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ერთობლივად შეწყვეტის წინადადება შეერთებული შტატებიდან მოდის. უკრაინის პრეზიდენტმა თქმით, უკრაინა მზადაა დათანხმდეს ამას.

„წინადადება ახლა დღის წესრიგშია: ენერგეტიკული ზავი. ჩვენ მზად ვართ“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს „მარცვლეულის დერეფნის“ ხელახლა გახსნას და ამერიკას, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის მოწვევას.

მსგავსი