ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა, მათ რაც სურთ, არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, ეს არ არის წარმატება

09:43, 18.02.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მიერ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.

ზელენსკის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ დღეს შეერთებული შტატები ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა“.

„იცით, რატომ? რომ შეხვდნენ და სწრაფად მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ მათ რაც სურთ, არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, ეს არ არის წარმატება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებაყოფლობით დათმობს პრეზიდენტის პოსტს, თუ უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მიიღებენ.

„რუსული ჯარები თუ დატოვებენ უკრაინას და უსაფრთხოების გარანტიები გვექნება, მე აღარ ვიქნები საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, მე დავიცავ ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი