ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ

19:11, 18.02.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, კიევი არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

როგორც „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ომის დასაწყისში რუსეთმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, ზელენსკის თქმით, მოსკოვი მოითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელმძღვანელობის დაყენებას.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და იმავე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა უკრაინა ამას დათანხმდება?“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქით, „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს“.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი