ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის სამხედრო დახმარება ამერიკის ძალისა და ლიდერობის დემონსტრირებაა აგრესიისა და ტერორის წინაშე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ხარკოვის რეგიონში პირადად ვნახე, თუ როგორ გვაძლევს მსგავსი მუდმივი დახმარება საშუალებას, გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავიცვათ ხალხი რუსული თავდასხმისგან. რაც ყველაზე მთავარია, ეს დახმარება ამერიკის ძალისა და ლიდერობის დემონსტრირებაა აგრესიისა და ტერორის წინაშე. რაც უფრო ძლიერია მსგავსი ლიდერობა, მით უფრო სტაბილურია მსოფლიო“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.