ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ რუსეთი ომის შეჩერებით არ არის დაინტერესებული, უფრო მეტიც, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ სწორედ რუსეთი არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით.
„პრეზიდენტმა გააცნობიერა, ვინ არის სინამდვილეში დაინტერესებული იმით, რომ ომი არ დასრულდეს. უფრო მეტიც, მან გააცნობიერა, რომ ჩვენ გვინდა პუტინის შეჩერება და მშვიდობა ნამდვილად გვსურს. ადრე კი ისმოდა მოსაზრებები, თითქოს უკრაინას არ სურდა ომის შეჩერება, თუმცა, უპირველესად, ჩვენ ადამიანების სიცოცხლეზე ვართ ორიენტირებული. თუ ხვალ შევძლებთ ომის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, ეს გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე 10-20 წლის განმავლობაში ბრძოლა გამარჯვებისთვის და ჩვენი ხალხის დაკარგვა. ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო ალტერნატივაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მისი ნდობა დაიწყო.
„თუ ტონის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.