ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა, თუმცა დახმარების ახალ პაკეტებზე მოლაპარაკებები ჯერ არ არის
აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა, თუმცა დახმარების ახალ პაკეტებზე მოლაპარაკებები ჯერ არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტები „მნიშვნელოვნად“ გაძლიერდა.
„როიტერის“ წყაროების ცნობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცოტა ხნით შეჩერდა, გასულ შაბათ-კვირას კი ისევ განახლდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ იღებს სამხედრო დახმარებას აშშ-ისგან, თუმცა ამჟამად არ მიმდინარეობს რაიმე მსჯელობა დახმარების ახალ პაკეტებზე.
„ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ კონტაქტები აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ასევე, ვაწარმოებთ საკმაოდ არსებით მოლაპარაკებებს ჩვენს სხვა პარტნიორებთან. უკრაინას სჭირდება რეალური, მდგრადი და გარანტირებული მშვიდობა, აგრეთვე საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ყოველთვის იცოდეს, რა ელოდება მათ, ვისაც უკრაინისთვის ზიანის მიყენება სურს. ჩვენ მზად ვართ ძლიერი დიპლომატიისთვის. ამისთვის კი გვჭირდება ჩვენი მეომრების სიმტკიცე, არმიის ეფექტურობა და ჩვენი ძალების მოდერნიზაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.