ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან მადლიერები ვართ პრეზიდენტი ტრამპის ამ დიალოგის გამო. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბოლოს, ძალიან პროდუქტიული დიალოგი. ვისაუბრეთ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. ეს მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები სთხოვა.