ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის მტკიცე პოზიცია ამ პროცესში გადამწყვეტია

00:29, 05.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზელენსკის თქმით, საუბრისას მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის.

„ჩვენ მადლობელი ვართ შეერთებული შტატების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ  „ჯაველინებიდან“, „პეტრიოტებიდან“ დაწყებული და პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამერიკელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპის და თავისუფლების მომავალი“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა იყო.

„ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის მტკიცე პოზიცია ამ პროცესში გადამწყვეტია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხების განხილვას ნატო-ს სამიტზე გააგრძელებენ.

„შევთანხმდით, რომ ამ დისკუსიებს ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ანკარაში გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი