ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება, უახლოეს კვირებში და თვეებში განხორციელდეს უკრაინისა და ყველასთვის, ვისაც ომის სამართლიანი დასრულება სურს
არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება, უახლოეს კვირებში და თვეებში განხორციელდეს უკრაინისა და ყველასთვის, ვისაც ომის სამართლიანი დასრულება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ახლა ვემზადებით საკმაოდ აქტიური სამუშაოსთვის. დეკემბერში დაგეგმილია მოლაპარაკებები, შეხვედრები. არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ამ კვირებში და თვეებში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის – უკრაინისა და ყველასთვის, ვისაც ნამდვილად სურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და, რაც მთავარია, სამართლიანად დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ამ გადაწყვეტილებებში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ მოისმინა უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და კურსკის რეგიონში მიმდინარე ოპერაციაზე.