ვოლოდიმირ ზელენსკი – არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა, თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ. თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.
„ეს იყო უბრალოდ ტყუილი სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატო-ში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატო-ს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. მე ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატო-ში და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ესენი არიან აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად, დაგვინახოს ნატო-ში – ჩვენ არ ვიქნებით ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.