ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს

არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა.

მისივე თქმით, არსებობენ ქვეყნები, განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ მათი პოზიცია ერთნაირია.

„ომი უნდა დასრულდეს. უნდა გამოვიყენოთ უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან ჩვენი მოტყუება. ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან. უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მშვიდობას ეძებს, კოორდინირებულ ძალისხმევასა და ერთობლივ ქმედებებს ნამდვილად შეუძლია, აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.