ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ომის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატთან აიგივებს
Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ომის დროს კორუფციას სახელმწიფო ღალატთან აიგივებს.
„ჩემს წინადადებას შევთავაზებ უკრაინის კანონმდებლებს – ომის დროს კორუფციის სახელმწიფო ღალატთან გაიგივებას. მე მესმის, რომ ასეთი იარაღი საზოგადოებაში სამუდამოდ ვერ იმოქმედებს, მაგრამ ომის დროს, ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება. დაუჭერენ თუ არა მხარს კანონმდებლები, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შევთავაზებ, რადგან ჩვენ ვავითარებთ დემოკრატიულ საზოგადოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა, კორუფციასთან ბრძოლა თავისი გუნდიდან დაიწყოს, პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არ მყავს ჩემი გუნდი, არსებობს პატიოსანი ადამიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანი. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანი არაკეთილსინდისიერია, ასეთებს ვათავისუფლებ. ასეთი შინაგანი კითხვები არ მაქვს. სხვა რამეზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ ვარ მშვიდი. ჩემთვის ყველაზე მთავარია სისტემური გადაწყვეტილება და მაშინ უფრო ადვილია“.