ვოლოდიმირ ზელენსკი – ანდრეი სიბიგამ მომაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ, მივისწრაფვით ურთიერთობათა ნორმალიზებისკენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ანდრეი სიბიგასგან მიიღო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ.
„ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე. მზად ვართ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ იქსში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
Разом з Андрієм Сибігою оновили наші європейські зовнішньополітичні завдання на час травня – червня. На рівні команди ведемо активний діалог із новою владою Угорщини, і є перспективи конструктивного перезапуску відносин. Міністр закордонних справ України та інші урядовці…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 19, 2026