ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკული სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, შეიცავდეს რიგ ელემენტებს, რაც უკრაინულ ხედვაზეა დაფუძნებული
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკული სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, შეიცავდეს რიგ ელემენტებს, რაც უკრაინულ ხედვაზეა დაფუძნებული.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„უკვე გავრცელდა ცნობები ჩვენი დელეგაციის წევრებისგან მათი პირველი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. ამერიკული წინადადებები, შეიძლება, მოიცავდეს რიგ ელემენტებს, რომლებიც დაფუძნებულია უკრაინულ ხედვებზე და კრიტიკულია უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის. გრძელდება შემდგომი მუშაობა, რათა ყველა ელემენტი ეფექტური გახდეს ჩვენი ხალხის მოლოდინში არსებული მთავარი მიზნის მისაღწევად: საბოლოოდ დასრულდეს სისხლისღვრა და ომი“, – წერს ზელენსკი.
The Ukrainian delegation is working in Geneva today, focused on finding doable solutions to end the war, restore peace, and guarantee lasting security. There have already been brief reports from our delegation members about the outcomes of their first meetings and talks.…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 23, 2025