ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს მზაობას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გამოსაყვანად, მოსკოვს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს
ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს მზაობას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გამოსაყვანად, მოსკოვს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს მზაობას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გამოსაყვანად, უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მოსკოვს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ვითარება ალყაში მოქცეულ ქალაქში სულ უფრო უარესდება.

მისივე ინფორმაციით, „აზოვსტალის” ქარხანას, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ათასამდე სამოქალაქო პირი აფარებს თავს.