ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წიაღისეულის შესახებ განზრახვის მემორანდუმი შეერთებულ შტატებთან შესაძლოა, დღეს ონლაინ გაფორმდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წიაღისეულის შესახებ განზრახვის მემორანდუმი შეერთებულ შტატებთან შესაძლოა, დღეს ონლაინ გაფორმდეს

ჩინეთი რუსეთს არტილერიითა და დენთით ამარაგებს, ასევე ეხმარება იარაღის წარმოებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინელები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გარკვეული იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან საუბრისას მან სიტყვა მისცა, არ გაყიდდა და არ გაუგზავნიდა იარაღს რუსეთს.

„მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ინფორმაციას. ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები ჩინეთისა და რუსეთის ამ თანამშრომლობაზე, რათა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს ცუდი ფაქტებია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წიაღისეულის შესახებ შეერთებულ შტატებთან განზრახულობათა მემორანდუმი, შესაძლოა, დღეს ონლაინ გაფორმდეს.

„ჩვენი განზრახვები არის პოზიტიური, კონსტრუქციული, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ამიტომ, განზრახულობათა მემორანდუმი, არა თავად შეთანხმება, არამედ განზრახულობათა მემორანდუმი დღეს, შეიძლება, ონლაინ გაფორმდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.