ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გაყინული რუსული აქტივების უკრაინის თავდაცვის მიზნით გამოყენების საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებისთვის.
„რუსეთი ვიდრე განაგრძობს ყველა სამშვიდობო მცდელობის უარყოფას, მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს და უკრაინისთვის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება უნდა გაგრძელდეს“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს გაყინული აქტივების საკითხიც.
„განვიხილეთ არსებული დიპლომატიური სიტუაცია და ევროკავშირის სამუშაოები გადაწყვეტილებაზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის თავდაცვის მიზნით გამოყენებას ეხება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
I spoke with the President of the European Commission Ursula @vonderleyen.
I thanked Ursula for her clear position and her messages of support for Ukraine during her address at the European Parliament today. We see eye to eye: as long as Russia continues to rebuff all peace… pic.twitter.com/MY4D38UbOr
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 26, 2025