ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გასათავისუფლებელი დარჩა დაახლოებით ამდენივე დასახლება.

„ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არცერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.