ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს, აბუ დაბიში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართება.
მისი თქმით, უკრაინა არსებითი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
„ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა ახლახან წარადგინა ანგარიში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრების თარიღები დანიშნულია: 4 და 5 თებერვალი აბუ დაბიში. უკრაინა მზადაა არსებითი მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებასთან დაგვაახლოებს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
Щойно була доповідь нашої переговорної команди. Визначено дати наступних тристоронніх зустрічей: 4 та 5 лютого в Абу-Дабі. Україна готова до предметної розмови, і ми зацікавлені в тому, щоб результат наблизив нас до реального й достойного закінчення війни. Дякую всім, хто…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 1, 2026