ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე კონსულტაციებს გამართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე კონსულტაციებს გამართავს.
ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ გავახმოვანებ. მინდა, გავმართო კიდევ დამატებითი კონსულტაციები, რომლებიც დაგეგმილი მაქვს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ. ჩემი არჩევანი დამოკიდებულია რამდენიმე საკითხზე, მენეჯმენტის მიმართულებაზე, უფრო მეტ ფოკუსს დიპლომატიაზე ვაკეთებთ თუ სხვა მიმართულებებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. უდავოდ, უკრაინაში გვყავს ღირსეული ადამიანები. ვფიქრობ, თქვენ ამას ნახავთ“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, ანდრეი ერმაკის შემცვლელად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე, განიხილება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი, თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი, სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სამხედრო საკითხებში პაველ პალისა.
უკრაინის პრეზიდნტმა ანდრეი ერმაკის გათავისუფლების შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა.