უკრაინის დელეგაცია შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის აბუ დაბიში უკვე გაემგზავრა

23:12, 02.02.2026

უკრაინის დელეგაცია აბუ დაბიში უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

4 და 5 თებერვალს სამმხრივი შეხვედრების ახალი რაუნდი გაიმართება უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„დღეს გვქონდა თათბირი ჩვენს დელეგაციასთან – ბიჭები უკვე გზაში არიან. შეხვედრები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სამმხრივ ფორმატთან ერთად, აშშ-თან გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებებიც.

„არის შეთანხმება, რომელიც შემდგომ მუშაობას საჭიროებს. უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ მზად ვართ. უკრაინის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაზე მაღალჩინოსნები მუშაობენ, ჩვენი გუნდები აქტიურად არიან ამით დაკავებულები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი