ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება

23:47, 21.07.2025

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მოდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან ისაუბრა.

„რუსტემ უმეროვთან განვიხილე ტყვეთა გაცვლის მომზადება და რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა თურქეთში. უმეროვმა მომახსენა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. უფრო მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი“, – თქვა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ,რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა ბოლოს 2 ივნისს სტამბოლში გაიმართა.

მსგავსი