ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ შეიმუშავა კონტრშეტევის კონკრეტული მიზნები 2024 წლისთვის, თუმცა ეცდება, 2023 წელს მიაღწიოს ფრონტზე წარმატებას.

„გვაქვს მიზანი, სად წავალთ და რომელი მიმართულებით გავაგრძელებთ კონტრშეტევას, მაგრამ ჩვენ ვკარგავთ ხალხს ყოველდღე. ეს შოუ და ფილმი არ არის. ჩვენ ყველას გაოცება არ გვსურს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ვცადოთ, რომ არცერთი დღე არ დავკარგოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ წარმატებაში დარწმუნებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „უსიამოვნო სიურპირზები“, მათ შორის, საზღვარგარეთ პარლამენტებში არსებული კრიზისები და უცხოელი პარტნიორების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება.

„ჩვენი სამხედროები მივიდნენ სამხრეთში და დაინახეს დანაღმული ველები, რადგანაც ჩვენ საბრძოლო მასალას შვიდი თვე ველოდებოდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდნეტმა ისევ გამორიცხა რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ომის დასრულება მსოლოდ რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარის გაყვანის შემთხვევაშია შესაძლებელი. ზელენსკის თქმით, თუ კონფლიქტის გადასაჭრელად კომპრომისი გახდება უკრაინის ტერიტორიები, მაშინ შეიძლება, ეს პრეცედენტად იქცეს სხვა რეგიონებისა და კონტინენტებისთვის.

ამასთან ერთად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ შემუშავებული „მშვიდობის ფორმულა“ დოგმას არ წარმოადგენს და კიევი მზადაა, პარტნიორების სხვა წინადადებები განიხილოს.