ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან გეგმავს
უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-თან აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვამზადებთ უსაფრთხოების კიდევ შვიდ ახალ დოკუმენტს ჩვენი სახელმწიფოსთვის, ორმხრივ შეთანხმებებს უსაფრთხოებაზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებას. ვავსებთ შეთანხმების პროექტებს უკრაინისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საერთო პარტნიორებისთვის უფრო ძლიერი შესაძლებლობებით. ცხადია, რომ განსაკუთრებით პრიორიტეტია ის ყველაფერი, რაც რუსული ტერორისგან უკეთ დაგვიცავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზოგიერთი შეთანხმება უკვე მზად არის. ზელენსკი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმებები მომდევნო წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა იქნება, ვიდრე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.