ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს შეხვდება - „შეიძლება, ბევრი რამ ახალ წლამდე გადაწყდეს“
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს შეხვდება - „შეიძლება, ბევრი რამ ახალ წლამდე გადაწყდეს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში აშშ-სი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით შეხვედრაზე უმაღლეს დონზე, პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს დღეებში. ბევრი რამ შეიძლება, ახალ წლამდე გადაწყდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.