ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება

09:31, 12.02.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება.

„რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ომის დასრულება: ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, ეს ამერიკაზეცაა დამოკიდებული, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე. ვწუხვარ, რომ მიწევს „უნდა“-ს თქმა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ სურვილი იქნება არა მხოლოდ უკრაინული მხრიდან, არამედ აგრესორის მხრიდანაც, მაშინ ზაფხულისთვის საომარი მოქმედებების დასრულებას შევძლებთ“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც რუსეთის აგრესიას შეუძლებელს გახდის.

მსგავსი