ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსტემ უმეროვმა და ჯარედ კუშნერმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და ჯარედ კუშნერმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართეს.
„გუშინ, თუ არ ვცდები, უმეროვსა და კუშნერს შორის საუბარი შედგა. ასევე გუშინწინაც. ვგულისხმობ, რომ მათ რამდენიმე კვირის ან, არ ვიცი, შესაძლოა რამდენიმე თვის წინ თქვეს, რომ უკრაინაში ჩამოვიდოდნენ. ისინი უნდა ჩამოვიდნენ, რათა თავად ნახონ და გაიგონ, შემდეგ კი ეს პრეზიდენტს აუხსნან. სტივ უიტკოფმა კი რუსეთს ძალიან თავაზიანად უნდა უთხრას, რა უნდა გააკეთონ: სწრაფად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ომი შეაჩერონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს.