ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან პროგრესია ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პროგრესია ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად ხედავს ამ საკითხთან დაკავშირებით სიგნალებს რუსული მხრიდან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულების შესახებ დისკუსიები ლიდერების შეხვედრით უნდა დაიწყოს და უკრაინა ამ საკითხს საჯაროდ მუდმივად აყენებს.
„ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი გვჭირდება, ლიდერების დონეზე შეხვედრა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ამ საკითხს ყოველთვის საჯაროდ ვაყენებთ და ახლა მათ ჩვენთან ამაზე საუბარი დაიწყეს. ეს უკვე შეხვედრის გარკვეული ფორმატისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.