ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში ომის დასრულებამდეც, რადგან პუტინი „ჩიხურ სიტუაციაშია“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში ომის დასრულებამდეც, რადგან ვლადიმერ პუტინი „ჩიხურ სიტუაციაში“ იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დასრულებამდე.
„ვფიქრობ, მას ეს შეუძლია. უნდა დავივიწყოთ ზოგადი ევროპული სკეპტიციზმი იმის შესახებ, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ, შეიძლება, კიდევ სადმე შევიდეს. მას ორივე ერთდროულად შეუძლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებში დრონების შეჭრა იმ ფაქტთან დააკავშირა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას უკრაინის ფრონტზე.
„პუტინი უიმედო სიტუაციაშია რეალური წარმატების თვალსაზრისით. მისთვის ეს უფრო ჩიხური სიტუაციაა. სწორედ ამიტომ ამ წარუმატებლობებმა, შეიძლება, აიძულოს იგი სხვა ტერიტორიების ძიება დაიწყოს. რუსეთთან მეგობრობა არ არის გამოსავალი ამერიკისთვის. ღირებულებების თვალსაზრისით, უკრაინა გაცილებით ახლოსაა აშშ-თან, ვიდრე რუსეთი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.