ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი განაგრძობს ინტენსიურ შეტევებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, მიუხედავად ომის დასასრულებლად მიმდინარე დიპლომატიური მცდელობებისა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი განაგრძობს ინტენსიურ შეტევებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, მიუხედავად ომის დასასრულებლად მიმდინარე დიპლომატიური მცდელობებისა.
„რუსეთმა მხოლოდ გასულ კვირაში 2000-ზე მეტი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი, 1200 მართული საავიაციო ბომბი და 116 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლა ჩვენს ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თითქმის ყოველდღე თავდასხმის სამიზნე ხდება ენერგეტიკული ობიექტები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები.
„ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც მიმდინარეობს დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად. მსოფლიომ არ უნდა დახუჭოს თვალი რუსულ თავდასხმებზე. როდესაც გლობალური რეაგირება არ არის, შეტევები უფრო ხშირი და სასტიკი ხდება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის რეალური მხარდაჭერისკენ. მისი განცხადებით, ქვეყანას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და იარაღი მებრძოლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აკავებენ აგრესიას.
„დიპლომატიის მუშაობისთვის აუცილებელია მუდმივი ზეწოლა რუსეთზე. ამ ომის საფასური მათთვის იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ომი რუსეთის ფედერაციისთვის შეუძლებელი გახდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
Russia launched more than 2,000 attack drones, 1,200 guided aerial bombs, and 116 missiles of various types at our cities and villages in just this past week. Almost every day, they strike energy facilities, logistics infrastructure, and residential buildings. And this is… pic.twitter.com/e9A31t9Ub2
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 8, 2026