ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქი სოლედარი რუსული ძალების ხელში არ გადასულა

00:25, 12.01.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქალაქი რუსული ძალების ხელში არ გადასულა.

„ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი