ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება სტრატეგიის გასაძლიერებლად და „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება სტრატეგიის გასაძლიერებლად და „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად.
„ჩვენი გუნდები, უკრაინული და ამერიკული, უკვე მუშაობენ ყველაფერზე, რაც ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განვიხილეთ და უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის. ეს იქნება განსაკუთრებული „რამშტაინი“. ჩვენი მხრიდან პარტნიორები გაეცნობიან ყველა დეტალს, ყველა არგუმენტს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ შედეგი უახლოეს თვეებში როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიურ მუშაობაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა იარაღისა და დიპლომატიის ძალის გაერთიანება, რადგან ისინი ეფექტურად მხოლოდ ერთად მუშაობენ.