ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საზღვარგარეთიდან უკრაინაში რაკეტების მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა

14:48, 05.08.2026

მიმდინარე წელს საზღვარგარეთიდან უკრაინაში რაკეტების მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელთან შედარებით მიწოდებაში საჰაერო თავდაცვის რაკეტების რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

„ჩვენს პარტნიორებს რაკეტები აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნეს აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიწოდებასა და წარმოების პროცესების დაჩქარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უკრაინაში ლოკალიზაციის შესახებ. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ სიცოცხლის გლობალურ დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობის ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციები გაგრძელდება და აგრესორისთვის ომის გახანგრძლივების ფასი გაიზრდება.

მსგავსი