ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიტ კელოგთან რუსეთზე სანქციებით ზეწოლის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების და ამერიკული იარაღის შესყიდვის შესახებ ისაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან რომში შეხვედრის დროს რუსეთზე სანქციებით ზეწოლისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვიმედოვნებთ სენატორების, ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის კანონპროექტის პროგრესს აშშ-ის კონგრესში. ეს არის ის, რამაც უდავოდ შეიძლება აიძულოს რუსეთი, მეტი იფიქროს მშვიდობაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, კელოგთან ასევე განიხილა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება რუსეთის მხრიდან გაზრდილი შეტევის ფონზე.
„ასევე ვისაუბრეთ ამერიკული იარაღის შესყიდვაზე, ერთობლივ თავდაცვით წარმოებაზე და უკრაინაში განთავსებაზე“, – წერს ზელენსკი.
I had a substantive conversation with U.S. Special Presidential Envoy for Ukraine Keith Kellogg @generalkellogg. I thanked him for participating in the Ukraine Recovery Conference, where the General leads the U.S. delegation.
We discussed weapons supplies and strengthening air… pic.twitter.com/nIHPaPktrA
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 9, 2025