ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევის რეგიონის ქალაქი ბილა ცერკვა რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტით დაბომბა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევის რეგიონის ქალაქი ბილა ცერკვა რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტით დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის რეგიონის ქალაქი ბილა ცერკვა რუსეთმა „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტით დაბომბა. გავრცელებული ცნობით, რაკეტა კაპუსტინ იარის პოლიგონიდან გაუშვეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა დედაქალაქ კიევისა და კიევის რეგიონის დასაბომბად 90 რაკეტა გამოიყენა, რომელთა შორის 36 ბალისტიკური იყო. ზელენსკის მტკიცებით, თავდასხმისას ასევე გამოიყენეს 600 დრონი. თავდასხმის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 83 ადამიანი.

უკრაინული მედიის თანახმად, სამი რაკეტა წყალმომარაგების ობიექტს მოხვდა, ასევე ცეცხლი გაჩნდა ბაზარში, დაზიანდა ათობით საცხოვრებელი შენობა და რამდენიმე სკოლა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ახლომდებარე აფეთქებების შედეგად მცირედით დაზიანდა.