ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის პოლონეთში არ მიუწვევიათ, სადაც თვის ბოლოს, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი აპირებს ჩასვლას

23:28, 01.02.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პოლონეთში არ მიუწვევიათ, სადაც თვის ბოლოს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ჩასვლას.

დღეს პოლონური მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ამერიკის პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტის საკითხს განიხილავს.

„რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტს, ჩვენ ხანდახან ვხვდებით ხოლმე. პოლონეთში არავის მივუწვევივარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი