ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება.
„ყველაზე სასტიკი, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის მიმართულებაზე გრძელდება, აგრეთვე კურსკის ოპერაციის რაიონებში, ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში. რუსული ტაქტიკა ყველგან ერთია – ისინი არ თვლიან დანაკარგებს და ცდილობენ წინსვლას, შტურმით უტევენ ჩვენს პოზიციებს, რომ წაიწიონ ერთი მეტრით მაინც. თუმცა მათი ეს პოტენციალი უსასრულო არ არის, ამიტომ რუსული დანაკარგების გარკვეულმა რაოდენობამ და ჩვენმა აქტივობამ უნდა შეაკავოს და აკავებს რუსების წინსვლას“, – განაცხადა ზელენსკიმ.