ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იარაღის ექსპორტისთვის მიმდინარე წელს ბერლინსა და კოპენჰაგენში ოფისები გაიხსნება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იარაღის ექსპორტისთვის მიმდინარე წელს ბერლინსა და კოპენჰაგენში ოფისები გაიხსნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იარაღის ექსპორტისთვის მიმდინარე წელს ბერლინსა და კოპენჰაგენში ოფისები გაიხსნება.

„ჩვენ ვხსნით ორ საექსპორტო ცენტრს. საქმე ეხება იმ იარაღს, რომელსაც სხვა ქვეყნებთან ერთად ვაწარმოებთ. ეს არის იარაღი, რომლის გაყიდვაც შეგვიძლია და მიღებულ შემოსავალს დავხარჯავთ იმ საბრძოლო ტექნიკის შიდა წარმოებაზე, რომლის დეფიციტი გვაქვს. პირველი ორი ქალაქი, სადაც ჩვენი სავაჭრო წარმომადგენლობები გაიხსნება, არის ბერლინი და კოპენჰაგენი. ეს ყველაფერი მიმდინარე წელს განხორციელდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან კონტრაქტების საკითხებს მისი მრჩეველი ოლექსანდრ კამიშინი განიხილავს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა შეერთებულ შტატებთან . ზელენსკის თქმით, ამერიკული გუნდი მომავალ კვირას უკრაინაში ჩავა.