ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის ტანკების გადაცემა და არ უნდა იყოს ორიენტირებული სხვა სახელმწიფოებზე
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის ტანკების გადაცემა და არ უნდა იყოს ორიენტირებული სხვა სახელმწიფოებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გერმანიამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის ტანკების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა და არ უნდა იყოს ორიენტირებული სხვა სახელმწიფოებზე, როგორიცაა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები.

„ბევრი ამბობს, რომ ჯერ ამერიკამ გადასცეს უკრაინას „აბრამსები“, შემდეგ გერმანია და სხვა სახელმწიფოები ჩაერთვებიან. მინდა, უბრალოდ მივმართო გერმანელებს და ვუთხრა: თქვენ არ ხართ დამოკიდებული სხვა სახელმწიფოზე. თუ მზად ხართ, გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე – ნებისმიერი ტექნიკით, მათ შორის ამ ტანკებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ მიწას, ასე რომ მოგვეცით, ნუ იქნებით დამოკიდებული, თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.