ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრიდრიხ მერცთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯები განიხილა
უკრაინისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს მადლობა გადაუხადა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის დადებული ბოლოდროინდელი შეთანხმებებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის რამდენიმე საკითხი.
გარდა ამისა, ზელენსკიმ და მერცმა განსაზღვრეს მიმდინარე პრიორიტეტები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, პარტნიორებთან ერთად.