ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები აშშ-ში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეუერთდებიან

23:06, 08.10.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რომლებიც შეერთებულ შტატებს 9-10 ოქტომბერს ეწვევა, ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან. ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი მომლაპარაკებლები 9 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შეხვდებიან.

„უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი ხვალ, პარასკევს შეერთებულ შტატებში ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს შეხვდებიან. ჩვენს მხარეს არიან ბუდანოვი, კისლიცია, არახამია და უმეროვი. შეხვედრები ორი დღით არის დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ ევროპული გუნდი შეუერთდება ჩვენს მომლაპარაკებელთა ჯგუფს, ასევე ამერიკულ ჯგუფს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ელოდება, რომ უკრაინული ჯგუფი ორშაბათს დილით კიევში იქნება და მას ყველა დეტალს მიაწვდის. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული გუნდი ამერიკულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის საკითხებსაც განიხილავს.

მსგავსი