ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთში უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთში უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს გააფორმა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საფრანგეთში უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენი თანამედროვე მებრძოლების კოალიცია ძლიერდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა წვრთნებზე იყო საუბარი.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაკრონთან ერთად განიხილა, თუ რა შეუძლია, გააკეთოს საფრანგეთს უკრაინული ქალაქებისა და ოდესის რეგიონის დასაცავად, რომელიც კრიტიკულია მარცვლეულის ექსპორტისთვის.

როგორც მედია წერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ გაზრდის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.